თბილისის მერიის “დაავადებათა სკრინინგის” პროგრამის საშვილოსნოს ყელის კიბოს კომპონენტს ადამიანის პაპილომა ვირუსის HPV ტესტირება დაემატა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის საშვილოსნოს ყელის კიბოს კომპონენტს ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ტესტირება დაემატა. აღნიშნული სიახლის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ მომსახურებას დედაქალაქში რეგისტრირებული 30-დან 60 წლის ქალები უფასოდ მიიღებენ.
“ჩვენ ახალი პროგრამის დანერგვა დავიწყეთ. HPV ტესტირება, მერიის პროგრამის ფარგლებში, „ეროვნულ სკრინინგ ცენტრში“ სრულად დაფინანსდება და დედაქალაქში რეგისტრირებული 30-დან 60 წლის ქალები, მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც HPV ტესტირებაზე გადავიდა. HPV მაღალტექნოლოგიური, ინფორმატიული და ზუსტი ტესტია, რომლის საშუალებით, მაღალი რისკის პაპილომა ვირუსის გამოვლენა ხდება. ტესტირების ახალი მოდელი, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა, რომ სწორად მოხდეს მისი მართვა-მკურნალობა და მეტ ქალს შეუნარჩუნდეს სიცოცხლე. საბოლოო ჯამში კი, ეს საქართველოში კიბოს ავადობის მაჩვენებლებზე აისახება“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროცესი დაიწყო, რაც 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.
“აღნიშნული ორგანიზაციის რეკომენდაციით, სკრინინგისა და დიაგნოსტიკის საერთაშორისო გზამკვლევის გათვალისწინებით, 30-დან 60 წლის ქალებში PAP ტესტირება HPV-ით უნდა ჩანაცვლდეს. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
თბილისის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს