
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა ამ დროისათვის სრულად აღდგა, – ამის შესახებ Front News-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.
მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მუშაობის შეფერხება დიდუბის სადგურში მომხდარმა შემთხვევამ გამოიწვია, რა დროსაც მამაკაცი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა.
მამაკაცი სამაშველო სამსახურმა დაზიანებებით ამოიყვანა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
მეტროპოლიტენის მუშაობის შეფერხებამ თბილისში მიწისზედა ტრანსპორტის გადატვირთვა გამოიწვია.
თაგები:
მეტრო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს