
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
“კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. შეფერხება, დაახლოებით, 30 წუთი გაგრძელდება.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი (“ახმეტელის თეატრი” – “ვარკეთილი”) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აცხადებენ კომპანიაში.
თაგები:
მეტრო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს