თბილისის ქუჩებში ბანერები – “არა ნაცებს”, “არა ბოროტებას” გამოჩნდა


ავტორი
Front News საქართველო
“არა ნაცებს”, “არა ბოროტებას” – თბილისის ქუჩებში ამ შინაარსის ბანერები გამოჩნდა. პლაკატებზე ოპოზიციური ლიდერების გარდა, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებიც არიან გამოსახული.
ბანერებზე დატანილია ცისარტყელაც, რაც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებებსა და ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, დისკრედიტაციის მცდელობაა ლგბტ თემის წინააღმდეგ.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური ბრძოლის ჩვეულ ტაქტიკას მიმართა და წინასაარჩევნოდ სიძულვილის მანქანა აამუშავა.
“ქართული ოცნება” სიძულვილზე აწყობს საარჩევნო კამპანიას. ნაცვლად ადამიანებზე ზრუნვისა, ვხედავთ, რომ რაღაც სისხლიანი ფოტოებისა და პოსტერების გაკვრით არიან დაკავებულები, რაშიც დამატებით ასიათასობით ლარს ხარჯავენ, რომ დედაქალაქში ეს სიგიჟეები გააკრან”,- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
პლაკატები ახალგაზრდების ჯგუფმა თბილისის ქუჩებში, გუშინ, გვიან ღამით გააკრა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა