თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის, ქუთაისის და რუსთავის გარდა დღეიდან სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ონლაინ რეჟიმიდან სკოლებში გადაინაცვლებს. ამ სამ ქალაქში კვლავ შემოწმდება ეპიდსიტუაცია და მხოლოდ შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში პირველ მარტამდე.
ამასთან, სკოლებში, სადაც დღეიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, მშობლები დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანის გაკეთებას შეძლებენ.
ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გადაინაცვლებს, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20 პროცენტის სავალდებულო, სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ.
საბავშო ბაღებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა