თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა.
საქმე ეხებოდა ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილებას, კერძოდ, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – “სამართლიანი არჩევნების”, საიას და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” საჩივრებს განიხილავდა.
არასამთავრობოები ორგანიზაციები რიგ უბნებში ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.
ჯამში, 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. სარჩელები აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს ეხებოდა.





