
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში საჯარო ბაგა-ბაღებში დღეიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა. პანდემიის მიზეზით გადადებული 2021-2022 სასწავლო-სააღმზრდელო წელი კვლავ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებით წარიმართება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე N67 ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც 350-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.
“დავიწყეთ 2021-2022 სასწავლო-სააღმზრდელო წელი. ბაღები იმუშავებენ ჯანდაცვის სამინისტროს იმ რეგულაციებითა და რეკომენდაციებით, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა და რომელთანაც ჩვენი პერსონალი და მთელი სისტემა მარტივად ადაპტირდა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლებისძალისხმევითა და მშობელთა აქტიური ხელშეწყობით, შევძლებთ, პანდემიის ფონზე ეს პროცესი შეუფერხებლად წარვმართოთ“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, რეგულაციები ითვალისწინებს ბავშვთა მიღება-გაყვანის ინდივიდუალურ გრაფიკებს, პერსონალის ეკიპირებას და ბაღის აღჭურვას შესაბამისი სადეზინფექციო ინვენტარით, ასევე, თერმოსკრინინგს, საიზოლაციო ოთახების მზადყოფნას, უცხო პირთა დისტანცირებას შენობიდან, პროდუქტისა დაჭურჭლის რეცხვის წესებს, ინდივიდუალური მეთოდური მასალების გამოყენებას, სათამაშოების დასუფთავების წესებს და მეთოდური აქტივობების უსაფრთხოდ წარმართვას.
თბილისში ამჟამად, 188 საჯარო ბაგა-ბაღია, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.
თაგები:
ბაღები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს