
ავტორი
Front News საქართველო
უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა.
რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა სტამბოლის, მიუნხენის, რიგის, დუბაისა და ბაქოს მიმართულებით. გარდა ამისა, გაუქმდა სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი რეისებიც.
გაუქმებულ ფრენებს შორისაა თბილისიდან სტამბოლის “საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე ავიარეისი.
ამასთან, უამინდობის გამო გაუქმდა ფრენები „გოგჩენის“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებითაც, რომლებიც ავიაკომპანია „პეგასუსისა“ და „თურქიშ ეარლაინსის“ კუთვნილ თვითმფრინავებს უნდა შეესრულებინათ. “თურქიშ ეარლაინსის“ დაგეგმილი ერთ-ერთი რეისი (თბილისი-სტამბოლის მიმართულებით) რამდენიმე საათით გადაიდო და ფრენას მგზავრები აეროპორტში ელოდებიან.
ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი გუშინაც ვერ შესრულდა.
თაგები:
ფრენები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს