
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საერთაშორისო კონფერენციის “დიდება უკრაინას“ მონაწილეები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
საოკუპაციო ხაზთან კონფერენციის სხვა მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები.
“მნიშვნელოვანია, ჩვენმა დელეგაციამ თავისი ვიზიტი აქედან დაიწყოს, როგორც შეხსენება იმისა, რასთან ერთად გიწევთ ცხოვრება ყოველდღიურად. ეს არის ასევე ჩვენი მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რომ ერთ დღეს საქართველო კვლავ გაერთიანდეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.
საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას” თბილისში 5-6 სექტემბერს გაიმართება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს