Logo

თბილისის საჯარო ბაღების თანამშრომელთა ხელფასი 15%-ით იზრდება

საზოგადოება
433
Frontnews image description

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს.

 

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

“როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ხელფასიც 10%-ით მოიმატებს, თუმცა, მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან, მათი ანაზღაურება კი ძალიან დაბალია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათი ხელფასი 15%-ით გაიზარდოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თაგები:

ბაღები
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები