თბილისის საკრებულომ აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუცვალა

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საკრებულომ აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამბჯენის აშენებაა დაგეგმილი, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიანიჭა.
საკრებულოს სხდომაზე ზონის ცვლილებას მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგი იყო.
33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას მანამდე სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა და მშენებლობა აკრძალული იყო, ახლა კი ეს დასაშვები ხდება.
ფუნქციური სტატუსი არ შეცვლია ლაგუნა ვერეს და ის სარეკრეაციო ზონად რჩება.
თაგები:





