
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საკრებულოს წევრები კახი კალაძესთან შესახვედრად თბილისის მერიაში მივიდნენ.
საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, რომ მათ თბილისის მერი საკრებულოს სხდომაზე მიიწვიეს, მაგრამ იქ არ მივიდა, რის გამოც მერიაში მივიდნენ და მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ.
საკრებულოს დეპუტატის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ამ დრომდე მათ პასუხს არ სცემენ, მისცემენ თუ არა სხდომაზე დასწრების უფლებას.
“ამ დრომდე დაცვა ვერ გვცემს პასუხს 11:00 საათზე იწყება მთავრობის სხდომა თუ 12:00 სთ-ზე. ველოდებით აპირებს თუ არა თბილისის მერი და მთავრობა ჩვენი ლეგიტიმური უფლება არ შეგვიზღუდონ და შეგვიშვან მთავრობის სხდომაზე, იმიტომ რომ კითხვები ძალიან ბევრია. ზოგადად, ამ ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, გვეგონა, რომ ამ ქალაქში ძველებურად ვეღარაფერი ვეღარ იქნებოდა“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს