Logo

თბილისის საკრებულოსა და კიევის საქალაქო საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

უკრაინა
1209
Frontnews image description

თბილისი: თბილისის საკრებულოს დელეგაცია კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებთან, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

 

გარდა ამისა, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და კიევის საქალაქო საბჭოს მდივანმა ვოლოდიმირ პროკოპივმა საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს მემორანდუმს ქ. თბილისის საკრებულოსა და ქ. კიევის საქალაქო საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ. 

 

ქართული დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ საქართველოს საელჩოს, სადაც ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საელჩოს საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

თაგები:

Advertisement