Logo

თბილისის საკრებულოში კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

პოლიტიკა
632
Frontnews image description

თბილისის საკრებულოში კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.  ოპოზიციონერი დეპუტატები  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ

 

სხდომაზე განიხილავენ ასევე იურიდიული პირებისთვის დასუფთავების გადასახადის გაზრდის ინიციატივასაც. 

 

დეპუტატების განცხადებით,  გადასახადების გაზრდა მოქალაქეების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად გაართულებს.

 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, თუ აქამდე ერთი მგზავრობისთვის 50 თეთრის გადახდა იყო საჭირო, 1 თებერვლიდან ეს თანხა 1 ლარად გაიზრდება.

თაგები:

საკრებულო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები