Logo

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს

სამართალი
12.03.2025 / 14:07
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 აქტივისტის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ.

პროცესის შემდეგ გაირკვევა საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდება თუ  შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა.

დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობა ედებათ ბრალად, რაც  თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

Advertisement