
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება.
მელიას უფლებადამცველის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწრება.
ადვოკატის განცხადებით, პროცესზე პირველ რიგში განიხილება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებული საკითხი, ამის შემდეგ კი მოსამართლე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაგრძელების საკითხს განიხილავს.
როგორც უფლებადამცველი აცხადებს, პროკურორის პოზიციიდან გამომდინარე, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს, თუმცა ადვოკატის შეფასებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
გიორგი კონდახიშვილის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება სამართლიანი, კანონიერი და გონივრული ნაბიჯი იქნება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს