თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის დაკითხვა დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის სერგო შუბითიძის დაკითხვა დასრულდა. ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
“იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მესმის, რომ მაღალი საჯარო ინტერესია, თუმცა ამ შემთხვევაში, მეტი კომენტარის გაკეთების საშუალება არ გვაქვს.
კითხვები შეეხებოდა ძირითადად იმას, რაზეც უკვე გადაცემაში ისაუბრა. ასევე, კითხვები იყო მობილურ ტელეფონთან დაკავშირებითაც. ამ ეტაპზე ფართო კომენტარს ვერ გავაკეთებთ ისევ და ისევ საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ მაღრაძემ.
პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით კი, სერგო შუბითიძე წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ გამომძიებელს და მის მიერ არ ჩატარებულა რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა.
“გამოძიება გრძელდება და საქმეს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რასაც საზოგადოებას გავაცნობთ. დადასტურებულად რაც შემიძლია გითხრათ, არის, რომ სერგო შუბითიძეს არ ჰქონია არანაირი შეხება თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან, ის წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ გამომძიებელს და მის მიერ არ ჩატარებულა რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა. სერგო შუბითიძის დაკითხვა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას”, – განაცხადა მეშველიანმა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი მის მიერ მიცემული ინტერვიუს შემდეგ გამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მან განაცხადა, რომ ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემდა.
თაგები:
სერგო შუბითიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს