
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქოს სასამართლოსთან ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროცესის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც გუშინ მოსალოდნელი დაკავევების საპასუხოს სამოქმედო გეგმა დასახეს, აცხადებენ, რომ ხელს ვერ შეუწყობენ ხელისუფლებას დაკავებები მშვიდად ჩაატარონ.
მათი განცხადებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მმართველი გუნდისთვის მშვიდად ვერ ჩაივლის.
“რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს მოსამართლემ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისევე როგორც ამ საქმის დაწყება იყო “ქართული ოცნების” ოფისში შეთანხმებული. ჩვენ სრულად სოლიდარულები ვართ ამ ადამიანების მიმართ და ვფიქრობთ, რომ ეს არის არა სამართლის აღსრულება, არამედ პოლიტიკური დევნა”, -განაცხადა ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის წინააღმდეგ არსებული საქმე ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს