Logo

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
1505
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდების საქმეზე დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

პროკურორის განმარტებით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. 

 

ადვოკატები სასამართლოს დაკავებულებისთვის გირაოს სახით 5 000 და 2 000 ლარს სთავაზობდნენ.

 

პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები და ასევე ფაქტების ამსახველი ვიდეო-აუდიომტკიცებულებები, საიდანაც იკვეთება, რომ ქრთამის აღებას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

 

საქმეზე გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

Advertisement