
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის ცენტრში, სასტუმრო “იბისში” რუსული სემინარი იმართება, რომლის მთავარ ხაზს რუსული პროპაგანდის გავრცელება წარმოადგენს.
სემინარი “რუსი ახალგაზრდების კავშირის ორგანიზებით“ ტარდება. მედიის ინფორმაციით, სემინარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით იმართება.
ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენა და მათი კითხვები სემინარის წარმომადგენლებისათვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. მათ პოლიცია გამოიძახეს. სემინარის ზოგიერთი მონაწილე ჟურნალისტებს ძალადობითაც კი დაემუქრა.
ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორის გულბაათ რცხილაძის განცხადებით, ეს არის საქართველოში მცხოვრები რუსი უმცირესობის წარმომადგენლების სემინარი და ჟურნალისტებს მათთვის ხელშეშლის უფლება არ აქვთ.
თაგები:
რუსული პროპაგანდა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს