თბილისსა და რეგიონებში არასასურსათო მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს


ავტორი
Front News საქართველო
დღეიდან თბილისსა და რეგიონებში არასასურსათო მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს. დასაშვები იქნება გასახდელების ფუნქციონირება და ნივთების გადაცვლა.
გარკვეული შემსუბუქება გავრცელდება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების მიმართულებითაც. ამასთან, სავაჭრო ადმინისტრაციებს დაევალათ თანამშრომლების არანაკლებ 20%-ის სავალდებულო შემოწმება კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ.
თებერვალში ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. სავაჭრო მოლები და არასასურსათო მაღაზიები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას. ღია და დახურული ბაზრობების გახსნა, სავარაუდოდ, 15 თებერვლიდან იგეგმება. თუმცა, ნებისმიერი შემდგომი გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქების მიმართულებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრი მონიტორინგის საფუძველზე მიიღება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა