
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში აქცია-მსვლელობა “არა ფემიციდს“ იმართება.
აქცია ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში იმართება, დღევანდელ აქციას აქვს კონკრეტული მოთხოვნაც.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნინო დოლიძის განცხადებით, მთავარი მოთხოვნა გაუპატიურების დეფინიციის შეცვლაა.
“დღეს ისევე სხვა დროსაც გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა, ეს არის კანონმდებლობაში ცვლილებები, რომ შეიცვალოს დეფინიცია გაუპატიურების მუხლთან დაკავშირებით. ბრძოლა არის საჭირო ამასთან დაკავშირებით ორი მიმართულებით, რომ შეიცვალოს საკანონმდებლო ბაზა და ასევე შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს