თბილისში აქციებზე დაკავებულების ნაწილი ხაშურის იზოლატორშია გადაყვანილი

ავტორი
Front News საქართველო
დღეს თბილისში აქციებზე დაკავებული პირების ნაწილი ხაშურის იზოლატორშია გადაყვანილი. წინასწარი დაკავების იზოლატორში მიიყვანეს ზვიად კუპრავა და რამდენიმე აქტივისტი.
ხაშურშია გადაყვანილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გოგა ონიანი, რომლის თქმით, გოგა მემანიშვილის ბრძანებით უკანონოდ და უსაფუძვლოდ დააკავეს.
როგორც ადგილზე განმარტეს, თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილი არ იყო, რის გამოც საჭირო გახდა დაკავებულების სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილება.
დღეს ოპოზიციის აქციებზე ადმინისტრაციული წესით 46 ადამიანი დააკავეს.





