თბილისში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ოჯახის ახლობელს ბრალი წაუყენეს

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ოჯახის ახლობელს ბრალი წაუყენეს. ძალადობის შესახებ შეტყობინება გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის განყოფილებაში ათი დღის წინ შევიდა.
ძალადობის მსხვერპლ 14 წლის გოგონას თქმით, 10 წლის ასაკში მასზე ოჯახის ახლობელმა სექსუალურად იძალადა.
დაზარალებული გოგონა ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეში იმყოფება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.





