თბილისში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
16 წლის ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მას 14 წლის მოზარდმა საძილე არტერიაში დანით მიაყენა ჭრილობა, რის გამოც დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა.
დაჭრილი მოზარდის დედის განცხადებით, დანაშაული წინასწარ იყო განზრახული და მის შვილს სახლთან, სავარაუდოდ, ნეონაცისტური ჯგუფის 6 წევრი ელოდებოდა.
მისივე თქმით, როდესაც ძმები სახლიდან გავიდნენ მათ აედევნნენ, ჯერ უფროს ძმას თავში საგანი ჩაარტყეს, ძმის დასახმარებლად მისულ 16 წლის ბიჭს კი ცივი იარაღით ყელის არეში 14 წლის მოზარდმა მიაყენა ჭრილობა.
უშუალოდ თავდამსხმელი ცხელ კვალზეა დაკავებული. დანარჩენი პირები კი მიიმალნენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 14 წლის თავდამსხმელი ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს