Logo

თბილისში დღეს ორი საპროტესტო აქცია გაიმართება

საზოგადოება
621
Frontnews image description

დღეს, თბილისში ორი საპროტესტო აქცია გაიმართება.

მოქალაქეები 17:00 საათზე საქართველოს „პირველი არხის“ შენობასთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით – „ხალხის ტელევიზიაა“, ხოლო 19:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას ლოზუნგით – “ჩემი შვილია, ხელი გაუშვი“.

პროტესტის მონაწილეები გადაინაცვლებენ რუსთაველზეც და აქცია პარლამენტთან გაგრძელდება.

აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოიწვია მთავრობის გადაწყვეტილებამ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

თაგები:

აქცია
Advertisement