Logo

თბილისში ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

სამართალი
24.02.2023 / 10:51
751
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული მოქმედებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ოთხი პირი: 1994 წელს დაბადებული ბ.კ., 1985 წელს დაბადებული მ.ღ., 1986 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

 

დანაშაული თავისუფლების 7-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

 

“გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს – 1982 წელს დაბადებულ დ.კ.-ს თბილისში, მდებარე ერთ-ერთ ბარში, ამავე ობიექტის თანამშრომლები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, შეკვეთისთვის შეუსაბამო თანხის გადახდას სთხოვდნენ, რაზეც დ.კ.-მ უარი განაცხადა. ამის გამო ბარის 4-მა წარმომადგენელმა მას ძალის გამოყენებით წაართვა თანხა და პირადი ნივთები.

 

სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობით ჩადენილ ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

თაგები:

დაკავება
Advertisement