Logo

თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალი
30.10.2022 / 17:33
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ტ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული თავისუფლების 10-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

“სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტ.ძ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.

 

პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement