
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში პარლამენტის წინ ირანის მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი ირანში 22 წლის უფლებადამცველი ქალის დასჯას აპროტესტებენ, რასაც შემდეგ მისი გარდაცვალება მოყვა.
აქციაზე იმყოფებიან ასევე საქართველოს მოქალაქები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თავისუფლებისათვის მებრძოლ ქალებს.
“ამ აქ ვარ, რომ მხარი დავუჭირო თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ირანში და ზოგადად, ვფიქრობ, სოლიდარულები უნდა ვიყოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თავისუფლების მოყვარე ადამიანები მიმართ, მაგრამ უნდა გამოვყოთ ის ქალები, რომლებიც იბრძვიან ტირანიის წინააღმდეგ“, – განაცხადა „დროას“ წევრმა გიგა ლემონჯავამ.
ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო ირანში შეტაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ირანული მედიისა და ოფიციალური უწყებების ცნობით, მოკლულია 6 მომიტინგე და 2 პოლიციელი, თუმცა აქტივისტთა ჯგუფები საუბრობენ 20-მდე გარდაცვლილზე.
მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს