თბილისში IT სპეციალისტებისა და პროგრამისტების საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში IT სპეციალისტებისა და პროგრამისტების საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქტივისტებს ბანერები აქვთ გაშლილი წარწერით – “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”; “ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს”.
დღის განმავლობაში დაგეგმილია რამდენიმე მსვლელობა, საღამოს კი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
თაგები:
აქცია




