თბილისში კოვიდინფიცირებული მშობიარე გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლის ქალი გარდაიცვალა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ქალი კლინიკაში ნაადრევი მშობიარობით შეიყვანეს. ექიმებმა ვერც ჩვილის გადარჩენა შეძლეს.
პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას სავარაუდოდ, ბრიტანული შტამის ფორმა ჰქონდა.
ბოკერიას სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ალექსი ვაჩაძე "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ 34 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
მისი თქმით, ქალი 29-30 კვირის ორსული იყო, როდესაც კლინიკას სუნთქვის უკმარისობით მიმართა.
"22 აპრილს მას გაუუარესდა ფიზიკური მდგომარეობა. გააუარესდა სუნთქვის უკმარისობა და საჭირო გახდა რეანიმაციული გუნდის ჩართვა. საქმეში შემოვიდა დიალიოზი, თირკმლის უკმარისობა გამოიხატა, პაციენტს ფილტვის ჩანაცვლებითი თერაპია ჩაერთო. კორონავირუსის მძიმე ინფექციის გამო, საბოლოო ჯამში მივიღეთ ლეტალური შედეგი.
მოხდა სასწრაფო საკეისრო ოპერაციის გაკეთება, რადგან ნაყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ იყო. მოხდა მისი ინტუბაცია, გადავიდა ხელოვნურ სუნთქვაზე მასაც ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა და აქედან გამომდინარე"- აცხადებს ალექსი ვაჩაძე.
თაგები:





