Logo

თბილისში მარში – “თავისუფლება სინდისის პატიმრებს” მიმდინარეობს

საზოგადოება
1426
Frontnews image description

თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე მარში – “თავისუფლება სინდისის პატიმრებს” მიმდინარეობს.

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. კოლონები ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან დაიძრნენ. მოქალაქეები რუსთველის გამზირისკენ, პარლამენტისკენ მიემართებიან.

მარშის მონაწილეები ძირითად საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც ქვეყანაში უკვე 65 დღეა მიმდინარეობს.

მსვლელობის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

თაგები:

მსვლელობა
Advertisement