
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, სააკაძის დაღმართზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის “საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა და მას სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.
ჯაფარიძის განცხადებით, ოფისი ღია იქნება ყველა მოქალაქისთვის და ისინი შეძლებენ პირდაპირ კომუნიკაციას მიხეილ სააკაშვილთან.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით და ჩართულობით, ჩვენ შევძელით მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნა. სწორედ ამ სივრციდან გაიგებთ, რა ნაბიჯებს დგამს თითოეული ჩვენგანი მიშას თავისუფლებისთვის, რა შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება საერთაშორისო თუ ადგილობრივი მასშტაბით. სწორედ აქედან შეიტყობს თითოეული თქვენგანი მიშას მოსაზრებას და დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ოფისის გახსნაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს