თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა


ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 12 ივნისს, ქ.თბილისში, კრწანისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, რომელიც მართავდა დასაშვებ ნორმაზე მეტი მასის ტვირთით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაღმართზე დიდი სიჩქარით მოძრავი 5 ავტომანქანას დაეჯახა, გაარღვია დამცავი ჯებირი და კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ეზოში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორმა დაზიანებები მიიღო.
პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) წარუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9 წლით აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
თაგები:
პროკურატურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს