თბილისში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მსვლელობა იმარეთება

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს.
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და აქტივისტები მარჯანიშვილიდან რუსთაველის მიმართულებით მსვლელობით გადაადგილდებიან.
მათი მთავარი მოთხოვნა მზია ამაღლობელის გათავისუფლებაა.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად 19 დღეა, შიმშილობს.
თაგები:
მზია ამაღლობელი




