თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე გვიან ღამით ორი ადამიანი დაჭრეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ მათგანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, მეორეს კი ცივი იარაღით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
თაგები:
დაჭრა




