თბილისში პოლიციის თანამშრომელი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში მკვლელობა მოხდა. მოკლულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე შეყელაძე.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. დაკავებული პირი გიორგი მღებრიშვილია, რომელიც პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.
არსებული ინფორმაციით, მოკლული და დაკავებული მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ, დაკავებულმა სამინისტრო რამდენიმე თვის წინ დატოვა და კადრების განკარგულებაში იყო.
გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს