Logo

თბილისში, საპროტესტო აქცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე იმართება

Frontnews image description

თბილისში, საპროტესტო აქცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე იმართება.

ამ დროისთვის პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, კერძოდ, 9 აპრილის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ პარლამენტის შესასვლელთან კორიდორი აქვთ გაკეთებული.

მოქალაქეების ნაწილმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გადაინაცვლა და პროტესტის ნიშნად ბანერები აქვთ წარწერით – “სამშობლო ფულზე მეტია”.

მოქალაქეები შეიკრიბნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც. მათი მოთხოვნა არხის ხელმძღვანელობის გადადგომა და საეთერო დროის საზოგადოებისთვის დათმობაა.

მაუწყებელთან მიმდინარე აქციას რეჟისორები უერთდებიან, რომლებმაც ფესტივალის გახსნაზე უარი თქვეს.

საპროტესტო აქციები დედაქალაქის პარალელურად მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც.

მოქალაქეების განცხადებით, აქციები გაგრძელდება, სანამ “ქართული ოცნება” უკან არ დაიხევს.

28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენოს.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

თაგები:

აქცია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები