თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება.
რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთობლივ საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
მსვლელობის მონაწილეები ხელისუფლების ნაბიჯებს აპროტესტებენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ევროკავშირთან დაჩქარებულ მოლაპარაკებებს და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას.
მოქალაქეები მსვლელობისას სკანდირებენ – “გაიფიცე”. ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებიც.
ერთობლივი აქცია პარლამენტის წინ დასრულდება.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს