თბილისში საპროტესტო აქციები რამდენიმე ადგილზე გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციები დედაქალაქში რამდენიმე ადგილზე გრძელდება.
დილიდან პროტესტის ეპიცენტრი რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის გამზირი იყო.
ასევე, მომიტინგეები სხვადასხვა ადგილებზე აქციებს და მსვლელობებს მართავდნენ.
აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ადვოკატები, იურისტები, იურიდიული ფირმების ასოციაციები, HR-ები, პროგრამისტები, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები.
ყველა მათგანის მოთხოვნა დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნები და ევროკავშირთან დაჩქარებული წესით მოლაპარაკებების გახსნაა.
დღის შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს