Logo

თბილისში სავარაუდოდ, რუსეთის ოფიციალური უწყების ავტომანქანა გადაადგილდება

პოლიტიკა
1099
Frontnews image description

დედაქალაქის ქუჩებში სავარაუდოდ, რუსეთის ოფიციალური უწყების ავტომანქანა გადაადგილდება. რუსული სანომრე ნიშნებით “მერსედესის” მარკის ავტომობილის შესახებ ინფორმაცია აქტივისტებმა პოლიციას მიაწოდეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ავტომობილი რუსეთის სპეცსამსახურებს ეკუთვნის.

 

“ჩვენი მონაცემებით, სავარაუდოდ, ეს მანქანა ეკუთვნის რუსული არმიის ოპერატიულ ჯგუფს და ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ. განვაცხადეთ პოლიციაში, რომ ასეთი ავტომობილი გადაადგილდება თბილისში და მოახდინონ რეაგირება”, – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.

 

“ჩვენ კი არ უნდა ვაკავებდეთ და შეგვქონდეს საჩივარი, რომ რუსული სამხედრო მანქანა დადის თბილისის ცენტრში, ამას უნდა აკეთებდეს სუსი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხომ? რომელიც გვისმენს ყველას, ვინც არის მათ წინააღმდეგ. 

 

მივმართავ აქედან სუსს, ასეთი ფაქტები ზოგჯერ მთავრდება ძალიან ცუდად. გვახსოვს ჩვენ გავრილოვის ღამე, პოზნერის გაგდება და ახლაც არის ჩვენი გამარჯვების დრო, მაგრამ რამდენად შეასრულებს პოლიცია თავის მოვალეობას და დააკავებს ამ ადამიანს არ ვიცით”, – აცხადებს აქტივისტი ნიკა ნარსია.

 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შესაბამისი ოქმი შეადგინეს და განაცხადეს, რომ მანქანა დაკავებაზე უკვე გადაცემულია.

თაგები:

Advertisement