
ავტორი
Front News საქართველო
“თბილსერვის ჯგუფსა” და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ისინი მზად არიან, ყველა მოთხოვნა ეტაპობრივად, გაწერილ ვადებში დააკმაყოფილონ, თუმცა პროტესტის მონაწილეები ამას არ თანხმდებიან და ხელფასების მომატებას დაუყოვნებლივ ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხევაში კი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
აქცია ამ წუთებშიც გრძელდება, თანამშრომლებს გადაკეტილი აქვთ კომპანიაში შესასვლელ- გამოსასვლელი გზაც.
პარალიზებულია დასუფთავების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც, მათ აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, რომ სავალი გზა გაათავისუფლონ.
თაგები:
პროტესტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს