The Guardian – ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadow-ის რუსეთზე დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა მისცა


ავტორი
Front News საქართველო
დიდმა ბრიტანეთმა სავარაუდოდ, უკვე გადაწყვიტა, მისცეს უკრაინას ნებართვა გამოიყენოს Storm Shadow ფრთოსანი რაკეტები რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ, თუმცა ეს ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, – წერს The Guardian.
როგორც გამოცემა წერს, სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამის ერთობლივი ვიზიტი კიევში სავარაუდოდ, არ შედგებოდა, Storm Shadow-ის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო.
მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს არ გახდება ცნობილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტრამერი და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პარასკევის შეხვედრის შემდეგაც.
დიდი ალბათობით, საჯარო განცხადება ზედმეტად პროვოკაციულად ჩაითვლება. სავარაუდოა, რომ კვლავ იქნება შეზღუდვები უკრაინის მიერ 300 კილომეტრზე მეტი დიაპაზონის რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასაჭირო თავდასხმები.
უკრაინა იღებს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან და საფრანგეთიდან, თუმცა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებზე შეზღუდვა ამ დრომდე არსებობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს