The Independent – კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2000-მდე რუსი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ჩატარებული ოპერაციის დროს 2000-მდე რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს, – ამის შესახებ The Independent წერს.
ბრიტანული მედიის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ჯარისკაცები კურსკის ოლქში ჩატარებული ოპერაციის დროს დაატყვევეს, რათა ისინი თავიანთ მშვიდობიან მოქალაქეებზე გაცვალონ.
ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლკოვნიკმა The Independent-ს განუცხადა, რომ დაახლოებით 2000 რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა. ეს არ არის ზუსტი მონაცემები, მაგრამ ფოტოები და ვიდეოები მიუთითებს კურსკის რეგიონში დატყვევებული რუსების დიდ რაოდენობაზე.
ცნობილია, რომ ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს შორის არიან კადიროვის ქვედანაყოფის ჯარისკაცები.
ასევე, 14 აგვისტოს უკრაინელმა დამცველებმა მოახერხეს რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში რუსი ჯარისკაცების ასეულის დატყვევება.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინა გააფართოებს მოლაპარაკებების ჯგუფს, რომელიც მონაწილეობს სამხედრო ტყვეების გაცვლის მომზადებაში. კერძოდ, ის კიდევ ექვს სტრუქტურას მოიცავს.
6 აგვისტოდან, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ სპეცოპერაციას კურსკის რეგიონში, რუსეთში. სპეცოპერაცია ოფიციალურად დაადასტურა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თითქმის ერთი კვირის შემდეგ – 12 აგვისტოს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ იქ კომენდატურა შექმნა და მას გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი ხელმძღვანელობს.
ამ დროისთვის უკრაინა კურსკის ოლქში 82 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა