Logo

The Times-ის ცნობით, “კიევის აჩრდილი” გასულ თვეში ბრძოლაში დაიღუპა

უკრაინა
30.04.2022 / 09:55
Frontnews image description

გამოცემა The Times-ის ცნობით, უკრაინული MiG-29-ის პილოტი, მეტსახელად “კიევის აჩრდილი”, რომელმაც ომში არაერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, გასულ თვეში, ბრძოლაში დაიღუპა. 

 

როგორც გამოცემა წერს, დღეს პილოტის ვინაობა ცნობილი პირველად გახდა და ის 29 წლის მაიორი სტეფან ტარაბალკა იყო.

 

მისივე ცნობით, MIG-29 13 მარტს ჩამოაგდეს, თუმცა მანამდე უკრაინული მხარის თანახმად, მან ათეულობით რუსული თვითმფრინავის განადგურება შეძლო, აქედან ექვსის – ომის პირველ დღეს.

 

29 წლის სტეფან ტარაბალკა ერთი შვილის მამა იყო.

თაგები:

კიევი
Advertisement