Logo

თეა მარტყოფლიშვილი – დავალება ჰქონდათ, რომ უნდა შემოსულიყვნენ გოგაშვილების ოჯახში და ლიკვიდაცია მოეხდინათ ჩვენი

პოლიტიკა
1444
Frontnews image description

დავალება ჰქონდათ ასეთი, რომ უნდა შემოსულიყვნენ გოგაშვილების ოჯახში და ნამდვილად ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ ჩვენი, – აცხადებს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ცოლი თეა მარტყოფლიშვილი.

 

“საქართველოში იმედი არ მაქვს, რომ ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ, თუ როგორ ჩაუდეს ჩემს მეუღლეს ორი იარაღი, ფლეშკები, დისკები, ლეპტოპი, რომელიც პირველად ვნახე და წერილობითი დოკუმენტაცია, რომელიც მე ჩემი თვალით ვნახე და ამით გაღიზიანდა ღამბაშიძე და ის ორი პიროვნება, რომლებიდანაც ერთი ავტომატს დებდა სოსოს კარადაში და მეორე, რომელიც ჩემს საწოლის ქვეშ იყო ამოდებული, შეეშალათ, ეგონათ რომ სოსო იმ მხარეს იდგა. ეს რომ დაინახა, რომ მე დავინახე, ამაზე გაგიჟდა და ჩემზე იძალადა. ჩემს მეუღლეზეც იძალადა, რომ შემოვარდა ფეხი დაარტყა, დააგდო და ეგრევე ბორკილები დაადეს.

 

21-ე საუკუნეში სად ხდება ეს. როცა ადამიანი მოდიხარ, განჩინება წარმომიდგინე, წამიკითხე თუ დასაკავებლად მოდიხარ და იმის საშუალება მომეცი, რომ ადვოკატი გამოვიძახო და მასთან ერთად გავაკეთოთ ჩხრეკა. ამათ დაგეგმილი ჰქონდათ, იცოდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო. დავალება ჰქონდათ ასეთი, რომ უნდა შემოსულიყვნენ გოგაშვილების ოჯახში და ნამდვილად ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ ჩვენი”, – აცხადებს თეა მარტყოფლიშვილი.

 

სოსო გოგაშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები