
ავტორი
Front News საქართველო
არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს ეყოფა გამბედაობა, რათა პენიტენციურ სამსახურს მისი პირადი მონაცემების გასაჯაროების უფლება მისცეს, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პენიტენციურ სამსახურში პატიმრების, მათ შორის სააკაშვილის უფლებები დაცულია და მომავალშიც დაცული იქნება.
“პირად მონაცემებში იგულისხმება მისი კვების რაციონი, იგულისხმება დღის ის რეჟიმი, რომელიც მას აქვს. კარგი იქნება, თუ სააკაშვილი თავის თავში იპოვის ამ ძალას და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მისი მდგომარეობით შეშფოთებულია, სიმართლეს ეტყვის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ესეც აღარ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ სამსახურში პატიმრების უფლებები, მათ შორის სააკაშვილის უფლებები დაცულია და მომავალშიც იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს