
ავტორი
Front News საქართველო
არაერთი ადამიანისთვის იყო გარკვეული იმედგაცრუება, რადგან ისინი არ მისულან იქ იმიტომ, რომ მოესმინათ გეგმები გადატრიალების შესახებ ,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
“გუშინდელი აქცია, რა თქმა უნდა, არ მოიცავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც მთავრობის ჩამოგდება სურთ. იქ იყვნენ ადამიანები, ვინც მართლა გულწრფელად ილტვის და მიისწრაფვის იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ჩვენ ყველანი და ქართული სახელმწიფო ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა და გაერთიანება.
ამ ადამიანებიდან არაერთისთვის, მე და თქვენ ვიცით, რომ იყო გარკვეული იმედგაცრუება, რადგან ისინი არ მისულან იქ იმიტომ, რომ მოესმინათ გეგმები გადატრიალების შესახებ და ისინი არ იყვნენ მოცული იმ მიზნით, რომ აქციაზე მისულიყვნენ რევოლუციის მოთხოვნით“,- განაცხადა წულუკიანმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს