
ავტორი
Front News საქართველო
ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა”- ასე მიმართავს კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
როგორც ის აცხადებს, მისი იუსტიციის მინისტრობის დროს ბევრი პატიმარი შიმშილობდა და ეს უჩვეულო არაა.
“ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა. მე როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე, ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს, ზოგი აპროტესტებდა სხვადასხვა ტიპის სურვილის შეუსრულებლობას, ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს, და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, შიმშილობის შეწყვეტისკენ, მკურნალობისკენ და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოფრთხილებისკენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ციხის საავადმყოფოში კარგი პირობებია და ის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს