
ავტორი
Front News საქართველო
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმის სტატუსის დაიკითხა.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი განცხადების გავრცელებას. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს.
“ეს ჩემი საქმე მოწმობს იმას, რომ ყოველთვის აქვს აზრი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას. ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიურ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ. თორემ ჩვენ არც ლანძღვა გვიკვირს, არც დაკნინება, ვერბალური თავდასხმები. ამას შევეგუეთ. ეს დემოკრატიის ნაწილად ითვლება, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარას არავინ უნდა შევეგუოთ.
პროცესი სისხლის სამართლებრივი პროცედურების დაცვით წარიმართა და შესაძლებლობა მქონდა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენება მიმეცა“, – განაცხადა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს